ირაკლი სესიაშვილი: თუ ვინმეს სურს, რომ მე რაღაც დამატებით ინტერესში დამადანაშაულოს, უსინდისოა
29-03-2016, 05:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისისს საქალაქო სასამართლოს დახურულ სხდომაზე ე.წ. კაბელების საქმეზე ირაკლი სესიაშვილის დაკითხვა დასრულდა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ იგი ლობირებას უწევდა "იმ ძალიან მნიშვნელოვან იდეას, რაც ქვეყნის თავდაცვის უსაფრთხოებას მოემსახურებოდა".


"მე ვლობირებდი იმ ძალიან მნიშვნელოვან იდეას, რაც ქვეყნის თავდაცვის უსაფრთხოებას მოემსახურებოდა. ეს იყო ძალიან საინტერესო პროექტი, მითუმეტეს შეთავაზება იყო, რომ ის უფასოდ გაკეთდებოდა და თუ ვინმეს სურს, რომ მე რაღაც დამატებით ინტერესში დამადანაშაულოს, მარტივად რომ ვთქვა, უსინდისოა. ამ შემთხვევაში მე ვლობირებდი მხოლოდ კარგ იდეას, რომელიც ჩვენ თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებდა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


რაც შეეხება, კომპანია სპეცკავშირმშენის წარმომადგენლის ავთანდილ ჭოლოკავას სპეცსამსახურებთან კავშირს, სესიაშვილის თქმით, ეს გამოძიებით არ დადასტურებულა და თუკი ეჭვი არსებობდა ამის თაობაზე, ეს თავად თავდაცვის სამინისტროს უნდა შეემოწმებინა.


"როგორც ჩანს, შემოწმებისგან თავი შეიკავეს, რადგან ნახეს, რომ დაშვება ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე და ბევრი პროექტი ჰქონდა განხორციელებული. ეს არგუმენტი თითიდან გამოწოვილია. მე მიმაჩნია, რომ არასწორი იყო, როცა ამ პროექტს უარი ეთქვა, რადგან სახელმწიფო რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ხარჯებს დაზოგავდა", - განაცხადა სესიაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი