ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, მოქმედი მთავრობა არჩევნების მეორე ტურის მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს.
როგორც მან "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პირველადი მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით ლიდერობენ, მათ შორის, იმ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც მეორე ტური დაინიშნა.
მისი თქმით, პრაქტიკულად, ყველა საკრებულოში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები უმრავლეობას შეადგენენ, რადგან 1 049 მანდატიდან კოალიციამ 811 დეპუტატი გაიყვანა, რაც საერთო რაოდენობის 77.31%-ია.
"არჩეული მაჟორიტარებიდან მეორე ადგილზე გავიდნენ საინიციატივო ჯგუგების მიერ წარმოდგენილი კანდიდატები, რომელთა მთლიანი რაოდენობა 128 ადამიანია. ჯამში ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული მაჟორიტარების რაოდენობა 238-ს შეადგენს, საიდანაც მხოლოდ 64-ია მთავარ ოპოზიციურ ძალაზე პრეტენზიის მქონე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი" - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის მასშტაბით 1 400-მდე მანდატი მოიპოვა, რაც რამდენჯერმე აღემატება სხვა პარტიების მიერ მიღებული მანდატების ჯამურ რაოდენობას.
კალაძის განცხადებით, დემოკრატიულობის მაღალი ხარისხის მაჩვენებელია ის, რომ მეორე ტურში ლიდერ პოლიტიკურ ძალას ექვსი ოპოზიციური ძალა დაუპირისპირდება.
"15 ივნისის არჩევნები არის რეალური თვითმმართველობისა და ძალაუფლების ხალხისთვის გადაცემის დასაწყისი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მაღალი შეფასება, რაც არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა დააფიქსირა. არჩევნები დადებითად შეფასდა საერთაშორისო საზოგადოების მიერ" – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
კალაძის ინფორმაციით, აშშ-ს, ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების განცხადების თანახმად, 15 ივნისის არჩევნები ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ თვითმმართველობის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
მისივე თქმით, ამ შეფასებას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
"ჩვენი პოლიტიკური გუნდი უზრუნველყოფს მეორე ტურის მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას და საერთაშორისო საზოგადოების ისევ მაღალ შეფასებას დაიმსახურებს" - განაცხადა კახა კალაძემ და საზოგადოებას მეორე ტურისთვის გააქტიურებისკენ მოუწოდა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს რვა თვითმმართველ ქალაქსა და 15 რაიონში მერისა და გემგებლის არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, რადგან ვერ ერთი პარტიის წარმომადგენელმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.