ექსპერტ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, სოციალურ ქსელში სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუგზავნეს. როგორც მაჭავარიანმა "TV პირველის" ეთერში განაცხადა, მას კადრები არ უნახავს, თუმცა, ვიდეოებს ფოტოები ედო, რომელიც მეტყველებდა, რომ ფარული ჩანაწერი იყო.
"ორი კვირის წინ მე მქონდა ინტერვიუ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში, სადაც ვისაუბრე ძალიან მკაცრად, გავაკრიტიკე ხელისუფლება და ზუსტად ამის შემდეგ, სამ დღეში სოციალურ ქსელ facebook-ში ჩემი გვერდი დაბლოკეს, თუმცა იქამდე გამომიგზავნეს ასევე კადრები, რომლებიც, მე რა თქმა უნდა, არ გავხსენი. ეს ის კადრები იყო, რომლის გავრცელებაც დაანონსდა. მომივიდა რამდენიმე გზავნილი, სადაც იყო შეთავაზება, ხომ არ გაინტერესებთ ნახოთ ეს კადრებიო. ეს იყო გამოგზავნილი გაუგებარი ინტერნეტ წყაროდან", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.