ირაკლი სესიაშვილი - ვერ ვხედავ საფუძველს, რომ თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვოს
29-03-2016, 07:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფუძველს ვერ ვხედავ, რომ თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვოს, – ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა “რესპუბლიკელების” მიერ კოალიციის შესაძლო დატოვების საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებთან გააკეთა.

 

 

სესიაშვილმა აღნიშნა, რომ ბევრს უნდა ალბათ დახატოს ისეთი სურათი, თითქოს “ქართულ ოცნებაში” განხეთქილებაა, თუმცა ეს ასე არ არის. ამის მტკიცებულებად სესიაშვილს უმრავლესობის გუშინდელი სხდომა მოჰყავს, რომელზეც სამუშაო რეჟიმში განიხილებოდა ყველა საკითხი.

 

 

“გუშინ უმრავლესობის სხდომა გვქონდა და ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ვიხილავდით ყველა საკითხს. მე რა განცხადებაც მოვისმინე არის, ის, რომ “რესპუბლიკური პარტია” რჩება როგორც კოალიციაში, ასევე მთავრობაში მათი წარმომადგენლები იკავებენ პოსტებს. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, ყველა პარტია ისე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, იმ ფორმით და იმ სახით, როგორც ამას თავად გადაწყვეტს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

კითხვაზე, უნდა დატოვოს თუ არა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პოსტი, ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ ის ამის საფუძველს ვერ ხედავს.

 


“მე ვერ ვხედავ საფუძველს, რომ თავდაცვის მინისტრმა არ შეინარჩუნოს თანამდებობა”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი