„ჩალიკ ჰოლდინგი“ და GE Power-ი საქართველოში თბოელექტროსადგურის, ჰიდროელექტროსადგურებისა და გაზსაცავის მშენებლობას გეგმავენ
29-03-2016, 07:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „ჩალიკ ჰოლდინგი“ და GE Power-ი საქართველოში ახალი მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავენ. ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


"უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ, "ჩალიკ ჰოლდინგის" თავმჯდომარე აჰმეტ ჩალიკმა და GE Power-ის ვიცე-პრეზიდენტმა რიკარდო კორდობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

 


კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგური, ქარისა და ჰიდროელექტროსადგურები და გაზსაცავის მშენებლობა, - ეს ის საინვესტიციო პროექტებია, რომელთა განხორციელების ინტერესს კომპანია გამოთქვამს.

 


„კომპანიის ინტერესი, ენერგეტიკის სფეროში პროექტების განხორციელებისადმი, ძალიან დიდია. საუბარია დაახლოებით 80 მეგავატი სიმძლავრის ქარისა და ჰიდროელექტროსადგურებზე, ასევე ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომელზეც ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოცხადებული გვაქვს. ასეთი დიდი პროექტების განხორციელებისადმი კომპანიის ინტერესი მისასალმებელია", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

 


გარდა ამისა, „ჩალიკ ჰოლდინგის" ინტერესის სფეროშია ტექსტილის წარმოების განვითარებაც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტექსტილის საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით, რაც სავარაუდოდ, გურიის რეგიონში განხორციელდება.

 


„ჩალიკ ჰოლდინგის" თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.
შეხვედრას GE Power-ის გენერალური დირექტორი თურქეთში, მეთე მალთეფე, „ჩალიკ ენერჯის" აღმასრულებელი დირექტორი ოსმან საიმ დინჩი და „ჩალიკ ენერჯის" მმართველი ილდირაი თინარი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, „თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრნენ" - აღნიშნულია პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი