"კოალიციის დაშლა შეიძლება, "ქართული ოცნებისთვის", როგორც პარტიისთვის, მეტ-ნაკლებად ხელსაყრელიც კი იყოს, რასაც ვერ ვიტყვით კოალიციაში შემავალი პარტიებისთვის. არა მხოლოდ რესპუბლიკელებისთვის, არამედ ფორუმისთვისაც და სხვებისთვისაც. მიუხედავად ამისა, მე მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყნის განვითარებისთვის უკეთესია, რომ კოალიცია დაიშალოს", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რამაზ საყვარელიძე: "უკეთესია, კოალიცია დაიშალოს".
"ცხადია, კოალიციამ შეასრულა ის ამოცანა, რომლისთვისაც ის თავის დროზე შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ივანიშვილმა როდესაც კოალიცია შექმნა, თქვა კიდეც, რომ ამ ეტაპზე ის ქმნის ამ სტრუქტურას, სამომავლოდ კი ყველა თავისი შესაძლებლობებით მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში. ახლა დადგა სწორედ ის დრო, როდესაც პოლიტიკური მრავალფეროვნება და პლურალიზმი უნდა წმოვიდეს წინა პლანზე. პოლიტიკური პარტიები ყოველგვარი კოალიციის გარეშე უნდა შევიდნენ საარჩევნო მარათონში და შემდეგ მოხდება თუ არა გამარჯვებულ ძალებს შორის გარკვეული ერთობის ჩამოყალიბება, ეს მომავლის საქმეა. "ქართულ ოცნებას" ამ არჩევნებზე ივანიშვილის ავტორიტეტი კვლავ მნიშვნელოვნად დაეხმარება. რესპუბლიკელებს საკმაო დრო აქვთ წინ, რომ მოსახელეობასთან დიალოგი დაამყარონ და მოიპოვონ თავიანთი ამომრჩეველი. ეს პერსპექტივა მათ აქვთ. თუ რესპუბლიკელებს კოალიციიდან გასვლა გადაწყვეტილი აქვთ და დამოუკიდებელი ბრძოლისთვის ემზადებიან, უკეთესი იქნება, რაც უფრო ადრე გავლენ კოალიციიდან და დაიწყებენ დამოუკიდებლად მუშაობას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
"კოალიციის დანარჩენ პარტიებს, როდესაც ორთქლმავალში არიან ჩაბმულები, პარლამენტში მოხვედრა უფრო გაუადვილდებათ, ვიდრე ინდივიდუალურად, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა ისწავლონ ამ პარტიებმაც ბრძოლა და გამარჯვება. ისევე, როგორც დამოუკიდებლად ბრძოლა უნდა ისწავლოს "ქართულმა ოცნებამ". ამდენად, ურიგო არ იქნება, თითოეულისთვის პოლიტიკური გამოცდილების ამაღლებისთვისაც ეს ვარიანტი", - დასძენს საყვარელიძე და კითხვას - ”ალასანიას პარტიის კოალიციიდან გასვლის პარალელი ამ შემთხვევაში უადგილო იქნება? რესპუბლიკელები კარს არ გაიჯახუნებენ?", - პასუხობს:
"მე დღესაც იმავე აზრზე ვარ, რომ ამ გასვლით ალასანიას გუნდს არაფერი მოუგია. არც ქვეყანას მოუგია. პირიქით, იზარალა, რადგან მთავრობის წევრების ასეთი მოულოდნელი გადადგომა, თანაც ასეთი დემარში, ყოველთვის არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის. ამდენად, სხვა პარტიებიც, ვინც არ უნდა გავიდეს კოალიციიდან, ქვეყანას თუ არ ჩააგდებენ სახიფათო მდგომარეობაში, ეს მხოლოდ დადებითაქდ იმოქმედებს მათ იმიჯზე."
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.