ლევან იზორია: არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხეები სრულფასოვნად არ არის გააზრებული
29-03-2016, 08:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორია არ იზიარებს მოსაზრებას, რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხეები სრულფასოვნად არ არის გააზრებული.

 

ეს განცხადება იზორიამ პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი ბარამიძისა და დავით დარჩიაშვილის მიერ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა.

 

"შეიძლება ჩემი სიტყვები არ იყო დამაჯერებელი, მაგრამ ანგარიში ნამდვილად დამაჯერებელია და ნომერ პირველ საფრთხედ სწორედ იმ საფრთხეს აღიქვამს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთიდან მომდინარეობს", - განაცხადა იზორიამ.

 

მან არ უპასუხა კითხვას, ბოლო პერიოდში რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით რამდენი პირი იყო დაკავებული და საერთოდ, ჰქონდა თუ არა ადგილი მსგავს შემთხვევებს და აღნიშნა, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია და სპეციფიკურ თემებზე სასაუბროდ, სუს-ის ხელმძღვანელთან შეხვედრა, შესაძლოა, დახურულ ფორმატში წარიმართოს.

 

ლევან იზორია ასევე გამოეხმაურა გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომ ქვეყანას არ ჰყავს უსაფრთხოების სამსახური.

 

"ვწუხვარ, რომ ეს შთაბეჭდილება დაგრჩათ მაშინ, როდესაც ჩვენი თანამშრომლები დაუღალავად ებრძვიან ტერორიზმს და თქვენ ამ შედეგებს არასერიოზულად აღიქვამთ. მე მინდა, ჩემი თანამშრომლების სერიოზული მუშაობა დავაფასო და პატივი მივაგო. შეიძლება, ჩემი გამოსვლა არ მოგეწონათ, მაგრამ ისინი თავის ქვეყნის სამსახურში არიან, სერიოზულ საქმიანობას ეწევიან და მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, მე მგონი, ყველა თანახმა უნდა ვიყოთ, რომ დავაფასოთ მათი შრომა", - განაცხადა იზორიამ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი