ნადეჟდა სავჩენკო: ჩემი სიკვდილით ვერავინ მოიგებს, ჩემით შეიძლება, დაიწყოს გზა მშვიდობისკენ, ან ომისკენ
29-03-2016, 09:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ჩემი სიკვდილით ვერავინ მოიგებს, ჩემით შეიძლება, დაიწყოს გზა მშვიდობისკენ, ან ომისკენ" - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა, მარკ ფეიგინმა ტვიტერში დღეს განათავსა.

 


„სასამართლო არის ფარსი, განაჩენი - ბლეფი. ვაჭრობა მოხდება. ყველა შეეცდება, ჩემით მიიღოს, რაც შეიძლება მეტი და დაელოდება მოსახერხებელ მომენტს, რათა საკუთარი ქულები არ დაეკარგოს. მე პოლიტიკოსების სავაჭრო საქონელი არ გავხდები, ამიტომ ჩემს ბედს გადავწყვეტ თვითონ. ამიტომ პოლიტიკოსებს ვურჩევ, არ ივაჭრონ ჩემით, არამედ მიაღწიონ შეთანხმებას, რადგან ჩემი სიკვდილით ვერვინ მოიგებს. ჩემით შეიძლება, დაიწყოს გზა მშვიდობისკენ, ან ომისკენ,“ - წერს სავჩენკო.

 

 

ნადია სავჩენკო დარწმუნებულია, რომ მასზე ზეწოლა გაძლიერდება. უკრაინელი მფრინავი წერილში ადასტურებს ასევე, რომ 6 აპრილიდან მშრალი შიმშილობის გამოცხადებას გეგმავს.

 

 

„შიმშილობას დავიწყებ 6 აპრილიდან და გამარჯვებამდე არ შევწყვეტ. აქედან გამოვალ პირდაპირ უკრაინაში და არავითარ კოლონიაში,“ - წერს სავჩენკო.

 

 

ნადეჟდა სავჩენკოს 22-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. როსტოვის ოლქის დონეცკის სასამართლომ უკრაინელი მფრინავი ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი