ფარული ვიდეოჩანაწერების შექმნასა და გავრცელებაში ლგბტ პირების უფლებადამცველი, გიორგი ტატიშვილი ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს.
ტატიშვილმა მთავარ პროკურატურას ყველა იმ პირის ვინაობა დაუსახელა, რომლებსაც ამ საქმესთან კავშირი აქვს. მისი ინფორმაციით, ამ საქმეებთან კავშირში ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მინისტრია, ხოლო მოქმედი ხელისუფლების საკმაოდ გავლენიანი მინისტრი თურქეთში იმყოფებოდა, სადაც ვიდეო-კადრებს ამონტაჟებენ.
"დასახელდა კონკრეტული სახელები და გვარები გამოძიების ფარგლებში. ჩემს მიერ წარდგენილია გარკვეული ტიპის მტკიცებულებები და უნდა მოხდეს ამ მასალის შესწავლა. მოქმედი მთავრობის შემადგენლობაში არის ერთი საკმაოდ გავლენიანი მინისტრი ასევე წინა მთავრობიდან იყო ერთი მინისტრი, რომელიც იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში. ეს პორნო-ინდუსტრია მონტაჟდება, ფორმდებოდა და ასევე გავრცელება ხდებოდა თურქეთის რესპუბლიკიდან - ჩემს ხელთ არსებული მტკიცებულებები ამას ადასტურებს" - განუცხადა "რუსთავი-2"-ს გიორგი ტატიშვილმა.
ტატიშვილის ცნობით, პროკურატურას უკვე აქვს ყველა IP-მისამართი, საიდანაც ფარული მასალები გავრცელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.