თამარ კორძაია - ჩემთვის გაურკვეველია ვხედავთ თუ არა საფრთხეს რუსეთის მხრიდან
29-03-2016, 09:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩემთვის მართლა გაურკვეველი დარჩა, უსაფრთხოების სამსახური რუსეთთან მიმართებაში რაიმე ფორმით საქმიანობს თუ არა, – განაცხადა სუს-ის ანგარიშის მოსმენისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ.

 

მან ასევე ისაუბრა, ე.წ. ოდეერების საკითხის განსახილველად დახურული სხდომის ჩატარების აუცილებლობაზე.

 

ცვლილებები განვახორციელეთ, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება მათი შესრულების მიზნით.

 

კერძოდ, როდესაც მივიღეთ კანონი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, ჩვენ ვითხოვდით რაოდენობას, რამდენი ასეთი ოფიცერი მუშაობდა შსს-ში და ეს რაოდენობა არ მოგვეცით, არ გქონდათ დათვლილი. თქვენ დღეს ამბობთ, რომ თსუ-ში იყო და მერე აღარ იყო, ეს ინფორმაცია თუ ღიაა, ჩვენ მინიმუმ უნდა გვქონდეს საჯარო ჩამონათვალი,

 

სად არსებობდნენ და დღეს სად არ მუშაობენ ეს ადამიანები იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს იმის იმედი და ხედვა, რომ ვიღაც ბოროტად არ სარგებლობს და არ ქმნის იმ განცდას, რომ ამ ქვეყანაში პოლიციური სახელმწიფოა.

 

რაღაცნაირად უნდა დასრულდეს ის გარემოება, რაც დღეს არის და განცდა, რომ დაწესებულებებში, რომლებიც არ წარმოადგენენ მაღალი რისკის ობიექტებს, ისევ არსებობენ ე.წ. უსაფრთხოების ოფიცრები. ეს უნდა დასრულდეს სწორედ თქვენს მიერ წარმოდგენილი ანგარიშებით – განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

კომენტარები: 1
#1   გურამი
      
უნივერსიტეტი ახალგაზრდობის შეკრების ადგილია და იქ ოდრ-ის არსებობა თუ ყოლა გამარტლებულია მითუმეტეს რომ იქ უცხოელებიც სწავლობენ. დღეს ტოცა მსოფლიოსი გაზრდილია ტერორიზმის საფრთხე და სამართალდამცავებს უკიჟინებენ ოდრ არ გყავდეს , არავის მოუსმინო დამნასავესაც კი, არ უთვალთვალოო- აბა ტერორისტი მოირბენს პოლიციელთან და სუსის თანამშრომელთან და ეტყვის ტერორისტი ვარ და მომაქციე ყურადღება ტერაქტი არ ჩავიდინოო თუ როგორ ფიქრობთ.მთავარიაუშიშროებამ გაგებული ინფორმაცია სწორად გამოიყენოს და უშიშროების თანამრომელი იყოს აყვანილი თავისი ხელმძღვანელობის მიერ კონტროლზე და მრავალგზის შემოწმებული. შემთხვევითი ხალხი და სხვის ქვეყნებში გაწვრთნილი უშიშროების თანამშრომელი დაუშვებელია სამსახურში გინდა მეგობარი ქვეყნის სკოლა იყოს და გინდა მეზობელი სახელმწიფოს. მეგობრებსაც უსმენენ და ქვეყნის პირველ პირებსაც ეს კარგად გვახსოვს უახლესი ისტორიიდან მუდმივადაა სკანდალები მსოფლიოში ამ საკითხებზე. თუ სხვა ქვეყანაში გაწვრთნილ სპეცსამსახურის თანამშრომელს ნიშნავ სამსახურში მაშინ დამოუკიდებელ ქვეყანაზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს.
30 მარტი 2016 01:26
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი