სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიში არის ზედმეტად ზოგადი და მას მთელ რიგ საკითხებში კონკრეტიკა აკლია, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ.
„მინდა სამივე კომიტეტს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შევთავაზო, იქნებ შევიწუხოთ თავი და შევიმუშაოთ ამ სპეციფიკური სამსახურის ანგარიშის რაღაც სტანდარტი - რა უნდა იყოს წარმოდგენილი იმისთვის, რომ ქმედითი საპარლამენტო კონტროლი განხორციელდეს,
რა შეიძლება ითქვას ღია ნაწილში, რა შეიძლება ითქვას დახურულ რეჟიმში და შემდგომი ანგარიში ამ სტანდარტის შესაბამისად მოვისმინოთ. მაშინ დარწმუნებული ვარ, ინფორმაციაც იქნება უფრო ზუსტი, კითხვებიც იქნება უფრო ნაკლები და შედეგი იქნება უკეთესი", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
ხმალაძის შეფასება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ არ გაიზიარა. კენჭისყრისას მისმა კომიტეტმა სუს-ის მიერ მომზადებული დოკუმენტი დადებითად შეაფასა. ანგარიში დადებითად შეაფასა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმაც.
რაც შეეხება იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, მან კენჭისყრა საერთოდ ვერ ჩაატარა, რადგან გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენას კომიტეტის წევრთა საკმარისი რაოდენობა არ ესწრებოდა.
სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს ლევან იზორიას მოუსმინეს. ხვალ დოკუმენტს პლენარულ სხდომაზე ვახტანგ გომელაური წარადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.