სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორია არ გამორიცხავს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის სპეცსამსახურების ხელშიც იყოს.
ეს განცხადება იზორიამ დღეს, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის შესაბამისი კითხვის პასუხად გააკეთა.
"ჩვენ ვამბობთ, რომ არც ერთი ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება. შესაბამისად, ცალსახად თანხმობის ან უარყოფის საფუძველი ნამდვილად არ მაქვს, ყველანაირი ვერსიის დაშვება შეიძლება", - განაცხადა იზორიამ.
მისივე თქმით, კადრების გატანას ერთი დღე სჭირდება, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი, ვიდრე ახალი ხელისუფლება უფლებამოსილებას გადაიბარებდა, მავანთ ამ კადრების გატანისთვის დაახლოებით 25 დღე ჰქონდათ.
"რეაგირებას მაშინვე ვერ მოვახდენდით, რადგან უფლებამოსილებას არ ვახორციელებდით. არსებობს ფაქტები იმისა, რომ ხდება ამ კადრების გავრცელება უცხოეთიდან.
თქვენ გახსოვთ, ჩვენ გარკვეული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში სამართლებრივი დახმარებისთვის მივმართეთ საერთაშორისო მომსახურების ცენტრებს, ლაპარაკია Google-ზე, Facebook-ზე, Youtube-ზე.
მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ კონკრეტული ვიდეოები აიტვირთა კონკრეტული ქვეყნებიდან, საუბარი იყო უკრაინაზე, შვედეთზე და ლიტვაზე. შესაბამისად, ფაქტები მოწმობს, რომ კადრები გატანილია", - განაცხადა იზორიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.