"იმ რეფორმებზე, რაც საქართველომ დაასრულა, რომელსაც ძალიან მაღალი შეფასებები ჰქონდა ევროკომისიის მხრიდან, მე ვფიქრობ, რომ ბატონი დაული მისი თბილისში ვიზიტის პერიოდში ძალიან ხშირად გაიგებს" - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ.
"ვფიქრობ, რომ ვიზიტის დაწყებისას პირველივე კომენტარებისას ცნობილი გახდა, და ეს დაადასტურა თბილისში ვიზიტად მყოფმა ევროპარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, რომ არჩევნები არ არის და არ შეიძლება იყოს ვიზალიბერალიზაციის სამიზნე. ჩვენი ხელისუფლების სამიზნეა, რომ ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები და გადავდგათ წინ დიდი ნაბიჯი ევროპისკენ. ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია, ისეთი საკითხების წარმატება, როგორიც ვიზალიბერალიზაციაა.მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პარტია, ის სუბიექტი, ვისაც ექნება მასთან შეხვედრები აუცილებლად ხაზს გაუსვამს ამ პროცესის მნიშვნელობას საქართველოსთვის და მისი მოსახლოებისთვის", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ჟოზეფ დაულიმ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას EPP, რომელიც ევროპარლამენტის წევრია, მხარს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების დამოუკიდებლად ჩატარების შემთხვევაში დაუჭერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.