"ქართული ოცნებისთვის", ეს ხმები უკანასკნელი "გამოძახილი" იქნება 2012 წლის 1 ოქტომბრისა და მას ხელისუფლების "მშვიდობიანი გადაბარება" მოუწევს - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ!
კოალიცია "ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის მიერ, თუ შესაბამისი დასკვნები არ იქნა გამოტანილი 17 ივნისს გამართულ ადგილობრივი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით 12 - დან 8 თვითმმართველ ქალაქში და რამოდენიმე ოლქში მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების კანდიდატები პირველ ტურში საგრძნობი უპირატესობით უსწრებდნენ სხვა კანდიდატებს, სავსებით შესაძლებელია, რომ მეორე ტურში საპირისპირო შედეგი დადგეს, ამის მაგალითები საკმაოდაა საერთაშორისო პრაქტიკაში. ამიტომ, მეორე ტურის წინ სწრაფად უნდა გაკეთდეს ღრმა ანალიზი და კორექტირება მთელი რიგი საარჩევნო აქცენტებისა, თორემ, მხოლოდ პირველი ტურის რეზულტატებზე "დაყრდნობა" შეიძლება სავალალოდ გადაიქცეს!.. და საერთოდ, თუ კოალიციამ, უშუალოდ პარტია "ქართული ოცნების" ლიდერმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კარდინალურად არ შეცვალა მდგომარეობა და დამღუპველი თვითკმაყოფილება არ იქნა დაძლეული კოალიციის ხელმძღვანელობაში, ჩათვალეთ, რომ ეს ხმები, რაც ახლა მიიღო ადგილობრივ არჩევნებზე კოალიცია "ქართულმა ოცნებამ", უკანასკნელი "გამოძახილი" იქნება - 2012 წლის 1 ოქტომბრისა...და, არ ვიცი ვისთვის, მაგრამ ხელისუფლების "მშვიდობიანი გადაბარება" მოუწევს მას - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ!..
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.