საქართველოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფილიპ ჰემონდი ეწვია
30-03-2016, 02:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფილიპ ჰემონდი ეწვია. მინისტრს აეროპორტში საქართველოს ელჩი ბრიტანეთში, თამარ ბერუჩაშვილი და ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი დახვდნენ.

 

 

"ბრიტანეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის მკაფიო მხარდამჭერია, რომელმაც დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან დიდი დახმარება აღმოუჩინა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვინდა მეტი ბრიტანული ინვესტიცია საქართველოში, იმის კვალობაზე, რომ საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში "ბრიტიშ პეტროლიუმის" საქმიანობა არის უაღრესად წარმატებულად შეფასებული", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

 


ვიზიტის ფარგლებში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრის გარდა შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წევრებთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ფილიპ ჰემონდი ასევე გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.

 

 

მინისტრი სიტყვით გამოვა "სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა" ფორუმზე", დაესწრება მარინა ციციშვილისთვის ბრიტანეთის სამეფო ორდენის გადაცემის ცერემონიას და ეწვევა კომპანია BP-ის სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობას.

 

 

საქართველოში ვიზიტზე საუბრისას, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორს და როგორც წარმატების მაგალითს რეგიონში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი