ერდოღანი აშშ-ში ჩავიდა - თურქეთის ლიდერი ამერიკელ კოლეგასთან არაოფიციალურ შეხვედრას გეგმავს
30-03-2016, 02:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქვეყნის პირველი პირი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრება.

 

 

თურქული მედია წერდა, რომ სირიის საკითხზე და თურქეთის შიდა პოლიტიკაზე ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოების გამო, ერდოღანისა და ბარაკ ობამას შეხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. თუმცა, თავად თურქეთის ლიდერმა დაადასტურა, რომ სამიტის ფარგლებში, მას არაოფიციალური შეხვედრა ექნება ამერიკელ კოლეგასთან.

 

 

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს ჯო ბაიდენთან. ბირთვული უსაფრთხოების სამიტი ვაშინგტონში ხვალ იხსნება და მასში მსოფლიოს 50 ქვეყნის ლიდერი იღებს მონაწილეობას.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი