„დავრწმუნდი, რომ პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას აზრი არ აქვს. პროკურატურა არის პოლიტიზირებული“- ასე გამოეხმაურა პროკურატურის განცხადებას მის გამოითხვასთან დაკავშირებით ექსპერტი, ვანო მაჭავარიანი.
მაჭავარიანი აცხადებს, რომ ძირითადი პრეტენზია რაც დაკითხვაზე მასთან ჰქონდათ იყო ის, თუ რატომ არ ნახა კადრები, რომელიც მას მიაწოდეს.
„პროკურატურაში ძირითადი კითხვები იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული. ოთხი საათის განმავლობაში გამომძიებელი პროკურორს უთანხმებდა თუ რა უნდა ჩაეწერა ჩვენებაში. ძირითადი პრეტენზია, რომელიც მათ ჩემთან ჰქონდათ იყო ის, თუ რატომ არ ვნახე ის კადრები, რომელიც ჩემთან შემოვიდა. მე ამას არ ვნახავდი, მიმაჩნია რომ ეს არის პირადი“- აღნიშნა „რუსთავი-2“-თან საუბრისას მაჭავარიანმა.
ვანო მაჭავარიანის გამოკითხვის შემდეგ კი პროკურატურამ შემდეგი სახის განცხადება გაავრცელა:
„მისთვის არავის გაუგზავნია შეტყობინება პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით. მაჭავარიანმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ 2016 წლის 18 მარტს პირად „ფეისბუქ-გვერდზე“ ათვალიერებდა ე.წ აქტივობის კედელს, რა დროსაც შეამჩნია მისთვის უცნობი ჯგუფის სახელწოდებით გაზიარებული ე.წ ლინკი, რომელიც დასათაურებული იყო სკანდალური კადრების სახელით. მას არ უნახავს ხსენებული კადრები და შესაბამისად, არ იცის მათი შინაარსი. მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ეფუძნება მხოლოდ ვარაუდებს“.
მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ მას შემდეგ, მთავრობის უმოქმედობასთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები გააკეთა, მისი პირადი "ფეისბუქი" რამდენიმე დღით დაიბლოკა.
შეგახსენებთ, ვანო მაჭავარიანმა გუშინ “TVპირველის“ ეთერში განაცხადა, რომ მას დაუდგენელი ინტერნეტ-წყაროდან პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გაუგზავნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.