თსუ - ში არეულობა გრძელდება
30-03-2016, 03:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"აუდიტორია 115" უნივერსიტეტში გარდამავალი პერიოდის გამოცხადებას ითხოვს, - ეს განცხადება აუდიტორიის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

 

სტუდენტმა გიორგი ჯალახაძემ განაცხადა,რომ გარდამავალი პერიოდი ითვალისწინებს უნივერსიტეტის მმართველი ორგანოებისა და აკადემიური საბჭოს გადასვლას ეტაპზე, რასაც ჰქვია დროებითი მმართველობა.

 

"განათლების სამინისტროს ვთხოვთ, რომ დაიწყოს რეალური ცვლილებები უნივერსიტეტში სისტემურ დონეზე. შეიცვალოს აკადემიური საბჭოსა და რექტორის არჩევის წესი და საბოლოოდ,

 

ამ კანონის დადგენის შემდეგ აკადემიური საბჭო და რექტორი დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ დაკავებული თანამდებობიდან და უნდა მოხდეს რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევა.

 

ჩვენ ვთვაზობთ უნივერსიტეტში შექმნილი პრობლემის მოგვარების ალტერნატიულ გზას", - განაცხადა გიორგი ჯალახაძემ.

 

 

"აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლის მარიამ გულიაშვილის განცხადებით, ის, რასაც უნივერსიტეტის თვითმმართველობა აკეთებს მიუღებელია.

 

"ჩვენ მათ მივიჩნევთ არალეგიტიმურ ორგანოდ. ეს არის იმ სისტემის ნაწილი, რომლის რადიკალურ ცვლილებასაც ვითხოვთ საკანონდებლო დონეზე, შესაბამისად, მათი ეს მესამე ეტაპის შიმშილობის დაწყება არის ფსევდორადიკალური მოქმედება, რომელიც მიმარულია იმისკენ, რომ გამოიწვიონ უნივერსიტეტში დესტაბილიზაცია. ჩვენ თუ ადრე ვყვიროდით

 

"არ გადადგე რექტორო და მართე უნივერსიტეტი", ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ იმ პერიოდში ვებრძოდით უნივერსიტეტში დესტაბილიზაციას, რადგან სტრუქტურული რეფორმის განხორციელებისთვის აუცილებელია გარკვეული სტაბილურობის შენარჩუნება.

 

გარდამავალი პერიოდიც ზუსტად იმას ითვალისწინებს, რომ დამთავრდეს რეფორმირების პერიოდი საკანონდებლო დონეზე და ამ პერიოდის დასრულებისთანავე, ჩვენ ვითხოვთ პოლიტიკურ პირობას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და რექტორისგან, რომ ისინი დატოვებენ თანამდებობებს",- განაცხადა მარიამ გულიაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, თუ არ შესრულდა ეს მოთხოვნები, ისინი სტუდენტურ გაფიცვას დაიწყებენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი