კოალიცია "ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დიდი ალბათობით "ქართული ოცნება" შეიძლება პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრეს და ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" მობრუნდეს.
"რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ ძალად მოხსენიებას და მით უფრო მეორე პოლიტიკურ ძალად მოხსენიებას, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების დამსახურება. "ნაციონალური მოძრაობა" ჯერ კიდევ პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში და უფრო ძლიერდება, თუ ასე გააგრძელებს ხელისუფლება, შეიძლება "ოცნება" გაქრეს პოლიტიკური ასპარეზიდან"-განაცხადა ბურჯანაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირკალი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" მეორე პოლიტიკურ ძალად აღარ აღიქვამს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.