ეს არის შემთხვევა, როცა მთავრობის წევრები "ბლაუენშტაინ საქართველოს" უნდა დაეხმარონ
30-03-2016, 04:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს არის შეთხვევა, როცა მთავრობის წევრები ალბათ უნდა გაჩუმდნენ და დაეხმარონ კომპანია "ბლაუენშტაინ საქართველოს", რომ უფრო მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ,

 

- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს „ექსპო-ჯორჯიაში“ კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველოს“ საქმიანობის პრეზენტაციაზე.

 

კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა კომპანიის დამფუძნებლებს იმ საქმისთვის, რომელსაც საკვები პროდუქციის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, კერძოდ, რაჭის რეგიონში ახორციელებს.

 

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი გუნდის მოტივაცია, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო განვითარდეს და მეტი მასშტაბი მიიღოს, დღეს არის გაათმაგებული. ეს არის საპილოტე პროექტი, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ მისი პოტენციალი არის ასმაგი, ვიდრე დღეს გააჩნია.

 

მოდელი, რომელიც თქვენ დანერგეთ არის ყველაზე თავსდებადი ქართული სასოფლო-სამეურნეო წარმოების კულტურასთან და თითოეული ადამიანის მოტივაციასთან, რომელიც ამ პროექტში არის ჩართული. ზუსტად ეს არის მოდელი, რომელიც წვრილ მეწარმეს უნარჩუნებს მესაკუთრის ამბიციას და ამავე დროს იძლევა საშუალებას დაინერგოს საუკეთესო

 

ევროპული ტექნოლოგიები. ასევე იძლევა დაფინანსების და მასშტაბების ეკონომიის საშუალებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და კომპანიის მესვეურებს მთავრობის მხარდაჭერა აღუთქვა.

 

კომპანია "ბლაუენშტაინ საქართველო" 2008 წელს ქართველი და შვეიცარიელი დამფუძნებლების მიერ შეიქმნა. კომპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი საკვები პროდუქტების წარმოება შვეიცარული სტანდარტის მიხედვით.

 

კომპანიაში დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა 53 ადამიანს შეადგენს. კომპანია ხორცისა და რძის პროედუქტებს აწარმოებს და აქვს საკუთარი საფირმო მაღაზიები გახსნილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი