ევროპული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას 31 მარტს განაახლებს.
აეროპორტის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, აეროპორტის სრული დატვირთვით ასამუშავებლად კიდევ თვეებია საჭირო.
მისივე თქმით, თავდაპირველად აეროპორტი 800-1000 მგზავრის მიღება-გაშვებაზე იმუშავებს საათის განმავლობაში და არა 5 000 მგზავრის მიღება-გაშვებაზე, როგორც ამ დრომდე იყო.
აეროპორტი დაზიანებულ ინფრასტრუქტურას ეტაპობრივად აღადგენს. ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტი 22 მარტს მოხდა, მას მოჰყვა აფეთქება მეტროშიც. შედეგად ბოლო მონაცემებით, 32 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.