საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღლივი კორპუსების მშენებლობის შეჩერების ინიციატივით გამოდის.
დავით ზურაბიშვილმა საკრებულოში ბრიფინგი გამართა და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღლივი კორპუსის დაგეგმილ მშენებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საუბარია ყოფილი მათემატიკის გამოთვლითი ცენტრის შენობის ნაცვლად 20-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე, რასაც იმ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა აპროტესტებს.
დეპუტატის განცხადებით, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ადგილია.
"ეს არის ნამდვილი ურბანული ჯუნგლები. კორპუსებს შორის მანძილი ორ მეტრს არ აღემატება, ამასთან, ირგვლივ აღარ არსებობს მწვანე ნარგავები"",-განაცხადა დავით ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიაზე კიდევ ერთი მაღლივი კორპუსის აშენება მოსახლეობისთვის მძიმე დარტყმა იქნება.
დავით ზურაბიშვილი თბილისის მერიას საკითხის დამატებით შესწავლას სთხოვს და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე მაღლივი კორპუსების მშენებლობის შეჩერების ინიცატივით გამოდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.