ჰაიდი ჰაუტალა -ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა არის
30-03-2016, 05:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიზალიბერალიზაცია არის პროექტი, რომელიც ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვანია, - ეს განცხადება ევროპარლამენტის წევრმა ჰაიდი ჰაუტალამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

მისივე თქმით, ყველა პოლიტიკური ძალისთვის ეს საკითხი უნდა იყოს საერთო. 

 

"ეს არის პროექტი, რომელიც ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვანია. ეს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის საერთო საკითხი უნდა იყოს. მე მჯერა, რომ ევროპარლამენტშიც ყველა პოლიტიკური ჯგუფი ამ გადაწყვეტილების მიმართ პასუხისმგებლობას გამოიჩენს", - აღნიშნა მან.

 

ჰაიდი ჰაუტალამ ასევე დავით უსუფაშვილთან შეხვედრაც შეაჯამა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებს სურთ დაინახონ, რომ საქართველოში რეფორმები მიმდინარეობს.

 

"პარლამენტის სპიკერთან შეხვედრა იყო შედეგიანი. მან აგვიხსნა, თუ როგორ მიმდინარეობს სასამართლო კანონმდებლობის შეცვლის პროცესი და თუ რა წინადადებებია წარმოდგენილი.

 

რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც ევროპარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებს გვაქვს დიდი ინტერესი დავინახოთ, რომ რეფორმები მიმდინარეობს. ჩემი შთაბეჭდილებით ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა არის.

 

ეს იყო მეგობრული შეხვედრა. გაკეთდა დასკვნა, რომ ჩვენი საპარლამენტთაშორისო კავშირები ახლა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ ევროპარლამენტიდან შეგვიძლია სრული მხარდაჭერა გამოგიცხადოთ საქართველოს ასოცირების პროცესთან დაკავშირებით", - აღნიშნა მან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი