ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარ ნორლანდი იმედოვნებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ, საარჩევნო პროცესში აღმოჩენილი ხარვეზები აღმოიფხვრება.
როგორც მან არჩევნების წინასწარი შედეგების კომენტირებისას განაცხადა, მათ დამკვირვებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 600-ზე მეტ უბანზე მისულიყვნენ და პროცესს ადგილზე გაცნობოდნენ.
"არჩევნები შევაფასეთ, როგორც სანდო, კარგად ადმინისტრირებული და ისეთი, როგორიც ამომრჩევლის ნებას ასახავს. ნიშანდობლივია ისიც, რომ არჩევნების შედეგად, წარმომადგენლობის ხარისხი უფრო მრავალფეროვნება იქნება. ივლისში ჩატარდება მეორე ტური და ველით, რომ აღმოჩენილი ხარვეზები თუ ანომალიები მეორე ტურის წინ, შესწავლილი, გათვალისწინებული და აღმოფხვრილი იქნება" - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართა. იმის გამო, რომ რვა თვითმმართველ ქალაქსა და 11 მუნიციპალიტეტში ვერც ერთი პარტიის კანდიდატმა კანონით დადგენილი 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.