დავით უსუფაშვილი: ვიზალიბერალიზაციის თემაზე არჩევნებთან დაკავშირებული დამატებითი ვალდებულებები მოსალოდნელი არ არის
30-03-2016, 05:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მომავალი საპარლამენტო არჩევნები არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა რაიმე წინაპირობა ვიზალიბერალიზაციის პროცესში, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან პაველ სვობოდასა და ჰაიდი ჰაუტალასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

უსუფაშვილის თქმით, მათ შეხვედრისას დააფიქსირეს, რომ "ცოტა ხნის წინ ცალკეული ევროპული პარტიების წარმომადგენლების გაჟღერებული განცხადებები, არის მათი პერსონალური მოსაზრებები, რომელსაც ევროპარლამენტის განწყობებთან არანაირი საერთო არ აქვს".

 

უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცესი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

 

"მათი ინტერესის საგანია, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი. ყველა იმ საკითხით, რომელიც მათ აინტერესებდათ, უაღრესად კმაყოფილი არიან.

 

მათ განაცხადეს, რომ მათი მხრიდან პერსონალურადაც, ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხა კომიტეტიდანაც საქართველოს აქვს მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის პროცესში.

 

მათ ჩემთან საუბარში გაიმეორეს ის, რომ ცოტა ხნის წინ ცალკეული ევროპული პარტიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული განცხადებები არის მათი პერსონალური მოსაზრებები, რომელსაც ევროპარლამენტის განწყობებთან არანაირი საერთო არ აქვს.

 

რაც შეეხება პროცესს, ის გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს კონკრეტული ვალდებლებები ჰქონდა აღებული და აბსოლუტურად ყველა ვალდებულება შესრულებულია ბოლომდე და ძალიან მაღალ დონეზე.

 

"არანაირი დამატებითი ვალდებულება – არჩევნებთან დაკავშირებული თუ სხვა საქმესთან, მოსალოდნელი არ არის. ამასთანავე, გადაწყვეტილების მიღებისას, იცით რომ იყო საკითხები იმის თაობაზე, უკრაინის და საქართველოს საკითხი ერთად გაეტანათ თუ ცალ-ცალკე.

 

ამას გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. ბუნებრივია, როცა რამდენიმე ქვეყნის თემაა, იქ ნიუანსებში განსხვავება არის. შეიძლება გადაეწყვიტათ, რომ ეს საკითხები ერთად გაეტანათ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, კომისიის დონეზე გადაწყდა, რომ საქართველოს თემაზე გადაწყვეტილება ცალკე იქნება მიღებული, უკრაინაში - მოგვიანებით.

 

ევროპარლამენტში უკვე რაიმე მსგავსი მოსაზრებით, რაიმე ტიპის სიახლე იქნება თუ არა, ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ რაიმე ახალი პირობა – აი, ამას თუ გააკეთებთ, მაშინ ვიმსჯელებთ, არ არსებობს.

 

შესაძლოა, მათ საკუთარი გადმოსახედიდან, საკუთარი დღის წესრიგიდან, ჩვენგან დამოუკიდებელი პოლიტიკური ფონიდან გამომდინარე, რაიმე ოდნავ სხვა პროცესი დაინახონ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, არჩევნების დასახვა, როგორც "აი, ვნახოთ როგორ არჩევნებს ჩაატარებთ და მერე მოვუბრუნდებით",

 

ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, რადგან ეს იქნება თავად ევროკავშირის მხრიდად დადებული პირობის დარღვევა, რადგან ამ პროცესს ასეთი წინაპირობა არ ახლდა", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი