ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჟოზეფ დოლი ე.წ. მატროსოვის ციხეში შევიდა. ის საპატიმროში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს - ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიას და გიგი უგულავას მოინახულებს.
#9 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ჟოზეფ დოლის ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული პოლიციელების, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ახლობლები დახვდნენ. მათ ჟოზეფ დოლისთან გასაუბრება და იმ დოკუმენტების გადაცემა სურდათ, რაც აღნიშნული პოლიციელების საქმეს უკავშირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.