საგარეო უწყების ხელმძღვანელი უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა
30-03-2016, 06:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ უნგრეთის ვიცე-პრემიერთან, ჟოლტ შემიენთან შეხვედრა გამართა.

 

 

"შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიხატა უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. უნგრეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბუდაპეშტი მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას იმისათვის, რომ საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდეს და ქვეყანამ უახლოეს თვეებში მიიღოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

 

 

ჟოლტ შემიენმა შეხვედრაზე ასევე ხაზი გაუსვა ბუდაპეშტის მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით და აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი. მან კიდევ ერთხელ გააჟღერა უნგრეთის პოზიცია, რომელიც ნატო-ს გაფართოებას ემხრობა.

 

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს, როგორც საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის, ასევე იმ წარმატებული პარტნიორობისთვის რაც ქვეყნებს შორის სექტორულ სფეროში თანამშრომლობით გამოიხატება.

 

 

განსაკუთრებით ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო უნგრეთს ევროპულ სივრცეში ერთერთ მთავარ პარტნიორად განიხილავს, ისევე როგორც უნგრეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანი დასაყრდენია რეგიონში სვაჭრო-ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით.

 

 

მიხეილ ჯანელიძე ჟოლტ შემიენს ესაუბრა საქართველოში მიმდინარე, ევროპული დღის წესრიგით გათვალიწინებულ რეფორმებზე, როგორც პოლიტიკური, ასევე ინსტიტუციური და ეკონომიკური მიმართულებით. მისი განცხადებით ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმება და მასთან ერთად თავისუფალი სვაჭრო სივრცის რეჟიმი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, მათ შორის, უნგრეთთან ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. მან ასევე ისაუბრა საქართველოს ჩართულობაზე ენერგეტიკულ პროექტებში, რაც მნიშვნელოვანია ევროპაში ენერგო წყაროების დივერსიფიკაციისთვის. ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც ხელს უწყობს სამხრეთ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას.

 

 

მიხელ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ვიცე-პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე" - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი