პარლამენტის პლენარული სხდომა პარასკევს გაიმართება. განაცხადა დღევანდელი სხდომის ხელმძღვანელმა, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ. სპიკერმა დღესვე, სხდომის ჩაშლის სავარაუდო მიზეზებზეც ისაუბრა.
"საქართელოს რეგლამეტის 133-ე მუხლის თანახმად, სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ ვინაიდან დღის პირველ ნახევარში ვერ შედგა კვორუმი, საღამოს ხელმეორე რეგისტრაცია აღარ გაიმართოს, რადგან მოსალოდნელი აღარ არის დეპუტატების რაოდენობის გაზრდა.
შესაბამისად, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შემიძლია მივიღო ეს გადაწყვეტილება.
საქართველოში იმყოფება ევროპარლამენტის დელეგაცია, დეპუტატების ნაწილი ქუთაისში იმიტომ არ არის, რომ მათ ხვდებიან. სამწუხაროდ იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ჩვენი დეპუტატები დაშავდნენ და ისინი ავადმყოფობის გამო აგრძელებენ მკურნალობას. ასევე რამდენიმე დეპუტატი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრება სხდომას.
სხდომა დღეს არ არის უფლებამოსილი ჩატარდეს. რეგლამეტის თანახმად, სხდომა პარასკევს, 12:00 საათზე გაიმართება სხდომა", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
დღეს დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა კვორუმის უქონლობის გამო სხდომა ჩაიშალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.