ვახტანგ გომელაური 1-ელ აპრილს პარლამენტის სხდომას ვერ დაესწრება
30-03-2016, 07:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ , ის დღეს პარლამენტში დეპუტატების მხრიდან უფრო მეტ აქტიურობას ელოდებოდა.

 

გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის მზად იყო ყველა დეპუტატის შეკითხვისთვის გაეცა პასუხი, რადგან პარასკევის სხდომას ის ვერ დაესწრება.

 

,,ჩამოვედი თბილისიდან იმისთვის, რომ გამეცა კითხვებზე პასუხები და წარმედგინა ჩემი ანგარიში პარლამენტის დეპუტატებისთვის. მე ყველა დეპუტატს პატივს ვცემ იქნება ეს ოპოზიცია თუ პოზიცია და სწორედ ამიტომ ვარ აქ. პარასკევს მე ვერ ჩამოვალ ნამდვილად. მომავალში ვნახოთ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

დღეს პარლამენტში დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის ანგარიში უნდა მოესმინათ, თუმცა სხდომა კვორუმის პრობლემის გამო ჩაიშალა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი