სამეგრელო-ზემო სვანეთში, 2016 წლის 29 მარტის მდგომარეობით, 28 265 796 ლარის ღირებულების 49 პროექტია დაფინანსებული
30-03-2016, 07:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელშიც რეგიონის გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები მონაწილეობდნენ. სხდომას სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, ლევან შონია უძღვებოდა.

 

 

სხდომაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების 2015 წლის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში განიხილეს და აღინიშნა, რომ 2015 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით მომზადდა 67 პროექტის საპროექტო-ახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის ღირებულებამ 772 663 ლარი შეადგინა. დასრულდა 30 783 589 ლარის ღირებულების 73 ინფრასტრუქტურული პროექტი. 2015 წელს განსახორციელებელი პროექტები ძირითადად შესაბამისია რეგიონის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმასთან.

 

 

დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის 2016 წლის პირველი კვარტალის მონაცემები განიხილეს, რომლის თანახმადაც 2016 წლის 29 მარტის მდგომარეობით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულია 49 პროექტი, 28 265 796 ლარის ღირებულებით.

 

 

აღნიშნული პრექტების ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან თანადაფინანსების თანხა შეადგენს 1 487 674 ლარს.

 

 

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი