გიორგი კვირიკაშვილი - გაერთიანებული სამეფო ჯეროვნად აფასებს ჩვენს ევროპულ არჩევანს
30-03-2016, 07:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო თანმიმდევრულად აგრძელებს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, რაც ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს, -

 

განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

პრემიერმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციასა და ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის საქართველოს საკითხის ერთობლივ მომზადებაზე.

"ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ჯეროვნად არის შეფასებული და აღიარებული. გაერთიანებული სამეფო კვლავაც რჩება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ურყევ მხარდამჭერად.

 

 

შეხვედრაზე აღინიშნა ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესახებ, რომელშიც საქართველო 900 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი.

 

"დადებითად შეფასდა თანამშრომლობის ფორმატი "უორდროპის დიალოგი", რომელიც მოიცავს ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროს და პრაქტიკულად უტოლდება სტრატეგიულ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა ამ ფორმატის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას.

 

განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობაზე, საქართველოში მეტი ბრიტანული ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე; სოფლის მეურნეობის, ტურიზმის სფეროებში არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

 

2015 წლის მონაცემით, გაერთიანებული სამეფო სიდიდით მეორე ინვესტორია საქართველოში, რაც მეტყველებს საქართველოს, როგორც გაერთიანებული სამეფოსთვის სანდო პარტნიორის იმიჯზე.

 

უმსხვილესი ბრიტანული კომპანია British Petroleum უკვე 20 წელია საქმიანობს საქართველოში და დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი