ფილიპ ჰამონდის ვიზიტს განვიხილავთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორიგ კვირიკაშვილმა ფილიპ ჰამონდს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტს ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
"ამ ვიზიტს განვიხილავთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად; სახელმწიფო მდივნის საქართველოში სტუმრობა ახალ იმპულსს შესძენს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
მსურს, მადლობა მოვახსენო გაერთიანებული სამეფოს მთავრობას და პირადად ბატონ ჰამონდს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის;
განსაკუთრებით ვაფასებთ დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან გაწეულ უდიდეს თანადგომას, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბების პროცესში და დიდწილად განსაზღვრა საქართველოს ევროპული მომავალი", - განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.