სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოში რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიცაა შემოსული.
გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში უწევს მუშაობა.
,,რუსული პროპაგანდის ფონი მომატებულია, იქედან გამომდინარე, რომ საარჩევნო წელია. ეს ყოველი საარჩევნო პერიოდის დროს იმატებს ხოლმე. არამარტო რუსული ძალები, სხვა ქვეყნის ბევრი სპეცსამსახურიც შემოსულია საქართველოში.
ურთულეს სამუშაოს ატარებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი.
ხაზს ვუსვამ - არამარტო რუსული ფონია აწეული და არამარტო რუსული სპეცსამსახურები, არამედ ჩვენი სხვა მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნების სპეცსამსახურებიცაა შემოსული ქვეყანაში და მუშაობენ," -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.