საქართველოში ჩვენ ვხედავთ ოკუპაციას, იგივე გამოწვევებია უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ,ფილიპ ჰამონდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ ვხედავთ საქართველოში ოკუპაციას, იგივე გამოწვევები გვაქვს უკრაინაში. სანამ რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ხალხის თავისუფალ არჩევანს და სანამ ჩვენ ვაწყდებით ოკუპაციის პრობლემებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევა საქართველოსთვის, მაგრამ ჩვენი მიზანი გახლავთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი მზაობა, რომ შემცირდეს ეს დაძაბულობა და ტემპერატურა ამ კონფლიქტში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.