სახელმწიფო პროგრამის–"აწარმოე საქართველოში" მიმდინარეობის შესახებ დღეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამა ბიზნსმენების დიდი დაინტერესებით სარგებლობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით იმართება პრეზენტაციები, რომელიც 15 ივლისს უნდა დასრულდეს. მისივე განმარტებით, პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ–გვერდზე: http://qartuli.ge/ და ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომრებზე: 2 99 10 44/ 2 99 11 28, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საკუთარი იდეების წარდგენის შესაძლებლობა მიეცემა.
ეკონომიკური საბჭოს წევრებს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭოს მდივანმა რომან ჩხენკელმა მიაწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.