„მე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა, არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. მე არ ვარ ის კაცი, ვისზედაც ასე ადვილად მოქმედებს ზეწოლა“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს ლადო პაპავამ განუცხადა.
„მე ვხელმძღვანელობდი მხოლოდ ერთი ინტერესით, უნივერსიტეტის ინტერესით. მე როცა გადავწყვიტე, რომ უნდა მეყარა კენჭი უნივერსიტეტის რექტორად, არავისთან ეს არ შემითანხმებია და არავის ზეწოლა არ ყოფილა. ასევე ზეწოლის გარეშე მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. მე ვიღებ პასუხისმგებლობას რაც უნივერსიტეტში ხდება ყველაფერზე. აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა, მაგრამ კანონის მიხედვით, მოვალეობის შემსრულებლის ასარჩევად საჭირო არის დრო, რაც ნიშნავს იმას, რომ 1-ელ მაისამდე მე ვარ რექტორი. შემდეგ კი ჩატარდება მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები“ - აღნიშნა პაპავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.