LGM Investments-ი საქართველოში საინვესტიციო პორტფელის გაზრდას გეგმავს
30-03-2016, 09:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

LGM Investments-ი საქართველოში საინვესტიციო პორტფელის გაზრდას გეგმავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

 


მსხვილი ბრიტანული საინვესტიციო ფონდი LGM Investments-ი „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი აქციონერია.

 


ფონდის ინტერესის ძირითად სფეროებს საფინანსო და ჯანდაცვის სექტორი წარმოადგენს.

 


პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ინვესტორების მზარდ ინტერესს მიესალმება და მათი ხელშეწყობისთვის მზად არის.

 


საუბარი შეეხო საქართველოში წარმატებით განხორციელებულ ბრიტანულ საინვესტიციო პროექტებს შეეხო. განსაკუთრებით აღინიშნა BP-ის პროექტი, რომლის ღირებულება 2 მილიარდი ევროა.

 


ბრიტანელ ინვესტორებთან კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე საუბარი დიდ ბრიტანეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას გაგრძელდება, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.

 


შეხვედრას LGM Investments-ის მთავარი საინვესტიციო მენეჯერი ტომას ვესტერი, ფონდის საინვესტიციო მენეჯერები - დეფიდ ლუისი და გარეტ მორგანი; ხოლო, საქართველოს მხრიდან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი