EPP-ის პრეზიდენტი ე.წ მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავასა და ბაჩო ახალაიას შეხვდა
30-03-2016, 09:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ მუშაობს თავის თავზე იმისთვის, რომ არ გამოვიდეს გაბოროტებული ციხიდან", - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჟოზეფ დოლიმ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მატროსოვის ციხეში დოლი ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავასა და ბაჩო ახალაიას შეხვდა.

 

 

"მე მათ ვუპასუხე, რომ ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რათა საქართველო რაც შეიძლება მალე შევიდეს ევროპაში. ჩვენ გვინდა სახელმწიფო, რომელშიც კანონი კანონობს, უნდა იყოს სამართალი და დავამატებდი, რომ უნდა იყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, იმისთვის, რომ საქართველოში ახალგაზრდები განვითარდნენ, იცხოვრონ აქ და საქართველოში ინვესტიცია შემოვიდეს. მე ძალიან დიდი ემოციით გამოვედი. როცა ადამიანი შედის ციხეში, ეს იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი თუ ყოფილი მერი, ის შედის ციხეში და იქ რჩება. მით უმეტეს, როდესაც სამართალი არ არის სწორი ყოველთვის მათ მიმართ. მაგრამ მე მინდა ამავე დროს მადლობა გადავუხადო ხელისუფლებას, იმისთვის, რომ მომცა საშუალება, ხანგრძლივი საუბარი მქონოდა ამ სამ ადამიანთან. ისინი აგრძელებენ მუშაობას. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ მუშაობს თავის თავზე, იმისთვის, რომ არ გამოვიდეს გაბოროტებული ციხიდან და პოზიტივი მაინც გამოიტანოს აქედან. ჩემთვის ეს ძალიან პოზიტიური იყო", - განაცხადა ჯოზეფ დოლიმ.

 

 

ყოფილ მაღალჩინოსნებთან EPP-ის პრეზიდენტის შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი