ქობულეთი წელს პირველად საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა „UITT – kiev 2016”- ში მონაწილეობს. საერთაშორისო ტურისტული გამოფენა უკრაინის დედაქალაქ კიევში იმართება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტი გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად მონაწილეობს. გამოფენაზე სარეკლამო ბროშურებთან, საიმიჯო ვიდეო-კლიპთან, დაცული ტერიტორიების კალენდართან და ქობულეთის სხვა სარეკლამო მასალებთან ერთად, სპეციალურად გამოფენისთვის დამზადებული სუვენირები არის წარმოდგენილი.
საერთაშორისო ღონისძიებაში ქობულეთის გამგეობა ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით მონაწილეობს. გამოფენა სამდღიანია და 1 აპრილს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.