ეკონომიკის სამინისტრო 2005 წელს ქვემოთ გამოშვებული ავტომანქანების აკრძალვის შესახებ ინფორმაციას უარყოფს
19-06-2014, 01:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო 2005 წელს ქვემოთ გამოშვებული ავტომანქანების აკრძალვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

 


როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოში შესაძლოა, 2005 წელს ქვემოთ გამოშვებული მანქანები აიკრძალოს".

 

 

"განვმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და პუბლიკაციის სათაურშიც არასწორადაა დასმული აქცენტი. არც აზერბაიჯანში და არც სხვა რომელიმე ქვეყანაში არ აკრძალულა 2005 წელზე ადრე გამოშვებული ავტომობილების ექსპლუატაცია, აიკრძალა მხოლოდ ასეთი (ევრო 4-ზე ნაკლები ეკოლოგიური ნორმების) ავტომობილების იმპორტი. აქვე აღვნიშნავთ, რომ ევროპასთან ასოცირების შეთანხმებაში არსად არის გათვალისწინებული ზემოთ აღნიშნული შეზღუდვები და აკრძალვები", - აცხადებენ უწყებაში.

 

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ღონისძიებების განხორციელება არ იგეგმება და არც ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ნიშნავს ავტომატურად ევრო-4-ზე ნაკლები ეკოლოგიური სტანდარტის ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტის ან ექსპლუატაციის აკრძალვას.

 

 

როგორც გიორგი კვირიკაშვილის უწყებაში განმარტავენ, ევროპასთან ასოცირების შეთანხმება ავტომობილების ეკოლოგიურობას ითვალისწინებს. შეთანხმებით გათვალისწინებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტესტირების განხორციელება ევროპული დირექტივის (Directive No2009/40/EC) მოთხოვნების შესაბამისად, მაგრამ ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში ავტობუსებისა და სატვირთო მანქანებისთვის და შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის განმავლობაში სხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის.

 


დირექტივის მოთხოვნები ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ პარამეტრებს და ამ პარამეტრების ტესტირების მეთოდებს. ამ მოთხოვნებით ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, მიუხედავად მისი გამოშვების თარიღისა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი