ქობულეთი ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. ქუჩების რეაბილიტაციის პარალელურად რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტის განხორციელებისთვის ჯამში 630 ათასამდე ლარი დაიხარჯება.
როგორც guardian.ge -ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ინფრასტურუქტურული ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, რომელიც ბეტონის თვალამქცევი ბორდიურებითა და დეკორატიული მოაჯირებით შემოისაზღვრება. გზის სავალ ნაწილზე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და დაიგება ბეტონის საფარი, ხოლო ტროტუარები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოეწყობა მოძრაობის ნაკადგამყოფი ბოძკინტები და ახალი საილუმინაციო სისტემა.
რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა სკვერი, სადაც მწვანე ზოლი, ბილიკები და დეკორატიული სკამები დაიდგმება.
ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება ივლისის თვეში იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.