უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის მიმდინარე წელს გაუქმებას.
"საქართველოს მთავრობამ წარმატებით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა და შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას. სწორედ ამიტომ, უნგრეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის მიმდინარე წელს გაუქმდეს სავიზო მოთხოვნები. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მინიჭება ახალ იმპულსს შესძენს ევროპასთან პარტნიორობის პროგრამის განხორციელებას და დააჩქარებს იმ პროცესებს, რომლებიც გარკვეულწილად შენელებულია, კერძოდ, ვგულისხმობ ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთელ პარტნიორებს შორის ბოლოდროინდელ სავაჭრო ურთიერთობებს,"- განაცხადა პიტერ სიიარტომ და იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტი დროულად მოახდენს საკითხის განხილვას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.