არასამთავრობო ორგანიზაციებმა "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტს ჟოზეფ დოლის ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერის თხოვნით მიმართვა გაუგზავნეს.
წერილში, რომელსაც 40-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, ნათქვამია, რომ მიმართვის მიზანია, ხელი შეუწყონ და გააძლიერონ "ევროპის სახალხო პარტიის" მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი.
მასში გამოხატულია მადლიერება იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ევროპის პარლამენტი, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები და განსაკუთრებით "ევროპის სახალხო პარტია" საქართველოს მიმართ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე იჩენდნენ, მათ შორის, 2016 წლის 21 იანვარს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღების ჩათვლით.
მიმართვაში ყუადღება გამახვილებულია ორ მნიშვნელოვან საკითხზე,გთავაზობთ ძირითად ამონარიდებს მიმართვიდან:
1. ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არ წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის რიგით პრიორიტეტს - ეს ჩვენი ეგზისტენციალური არჩევანია.
ამ კურსის ალტერნატივა რუსეთთან ყოფნაა, რასაც ჩვენ, ცხადია, აქტიურად ვეწინააღმდეგებით. შესაბამისად, ყველაფერი, რაც გვაახლოებს ევროპასთან, განამტკიცებს ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.
იგივე ჭრილში განვიხილავთ ვიზალიბერალიზაციის პროცესსაც, რომელიც მნიშვნელოვნად გააღრმავებს საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებს.
2. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ყურადღებით ადევნებს თვალყურს ქვეყანაში ნებისმიერი არადემოკრატიული პროცესის განვითარებას.
ჩვენ ვაშუქებთ ყველანაირ ხარვეზს და ვცდილობთ ვაიძულოთ მთავრობა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები და მოახდინოს კონკრეტული ცვლილებები სახელმწიფო პოლიტიკაში, მათ შორის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების გზით.
ამჯერად კი, ეს საერთაშორისო მხარდაჭერა სხვა მიზნით გვსურს რომ გამოვიყენოთ. ცხადია, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ, ვხედავთ და ვეჯახებით ამ პრობლემებს ყოველდღიურად და არ ვხუჭავთ თვალს მათზე.
არაერთხელ გამოგვიქვეყნებია და მიგვიტანია ეს პრობლემები საერთაშორისო საზოგადოებამდე, მათ შორის ევროპარლამენტამდე. ამ პრობლემებს შორის იყო ის კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც, ბატონო პრეზიდენტო, თქვენც ახსენეთ - პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები,
თავდასხმები თავისუფალ მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებზე.
წერილს ხელს 40-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია,
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი,
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები, "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ა.შ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.