გერმანიის მთავრობამ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას მხარი დაუჭირა.
"დოიჩე ველის" ინფორმაციით, გერმანიის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მთავრობის წევრებმა ფორმალურად დაუჭირეს მხარი შეთანხმებას, რომელსაც ხელი 27 ივნისს მოეწერება.
გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის შტეფენ ზაიბერტის განცხადებით, ამით იხსნება თანამშრომლობის გზა, სტაბილურობის გამყარება და კეთილდღეობის ამაღლება აღმოსავლეთ ევროპასთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ფარგლებში.
მისი თქმით, მიღწეული შეთანხმების ნაწილი გახდება პოლიტიკური დიალოგი ისეთ თემებზე, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლების გამყარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.