2012 წელს იყო სრულიად სხვა რეალობა, როდესაც "ქართული ოცნება" არჩევნებზე ბლოკის ფორმით გავიდა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2012 წელს წინასაარჩევნო პროცესი იყო ძალიან მძიმე.
"დღეს რეალობა სხვანაირია. დემოკრატიული განვითარება ამ პერიოდში მნიშვნელოვან ცვლილებებს განაპირობებს. დღეს საარჩევნო პროცესი არის გაცილებით უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული", -განაცხადა პრემიერმა.
აქედან გამომდინარე, პრემიერის განცხადებით, ფიქრობენ, რომ ნორმალური გადაწყვეტილებაა კოალიციის წევრმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღონ და ამაში განსაკუთრებული არაფერია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.