გიორგი კვირიკაშვილი: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას
31-03-2016, 05:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

 


პრემიერის განმარტებით, არჩევნებში პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობა არის ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკა და ამაში განსაკუთრებული არაფერი.

 


მისივე განცხადებით, "ქართულ ოცნებაში" ბოლო პერიოდში აქტუალური იყო კონსულტაციები არჩევნებზე გასვლის ფორმასთან დაკავშირებით.

 

 

"მისაღები ფორმაა, რომ "ქართული ოცნება" გავიდეს დამოუკიდებლად არჩევნებზე. შესაბამისად, გაკეთდა განცხადება "რესპუბლიკური პარტიის" მხრიდანაც.

 


მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე საჭიროა გავაგრძელოთ ჩვეულებრივად მუშაობა მთავრობაში, პარტიული კუთვნილების მიუხედავად მთავრობის სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი.

 


შევეცდებით, რომ ამ რეჟიმში მუშაობა გავგრძელოთ არჩევნებამდე, შემდგომ თანამშრომლობის ფორმებზე დღეს საუბარი ნაადრევია. საჭიროა, რომ მოსახლეობამ გააკეთოს შესაბამისი არჩევანი.

 


არჩევნებში პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობა არის ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკა და ამაში განსაკუთრებული არაფერია. ჩვენ ვთვლით, რომ ნორმალურია, როდესაც დამოუკიდებლად გავალთ არჩევნებზე პარტიები", - განაცხადა კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ გაირკვევა შეიქმნება თუ არა კოალიციები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი