პარტია "ქართული ოცნება" და "რესპუბლიკელები" დღეიდან პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში გადადიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დავით უსუფაშვილის თქმით, "რესპუბლიკური პარტია" და პარტია "ქართული ოცნება" დღემდე იყვნენ პარტნიორობის რეჟიმში, დღეიდან კი გადადიან პარტნიორობა კონკურენციის რეჟიმში. ,
"ჩვენს იმიჯს დააზარალებს სახელმწიფოს, ქვეყნისა და ხალხის წინაშე უპასუხისმგებლო მოქმედება. ჩვენს იმიჯს გააძლიერებს ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიციები იმისთვის, რომ ჩვენი პარტიული პოზიციებიდან გამომდინარე კი არ ვავნოთ საქმეს, არამედ ვარგოთ. ეს გააძლიერებს ჩვენი და "ქართული ოცნების" იმიჯსაც", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.