თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ,,რესპუბლიკელებმა" საკმაოდ კარგად გამოიყენეს სახელისუფლო რესურსი და არჩევნებზე ბარიერსაც გადალახავენ, მიაჩნია დეპუტატ თამაზ მეჭიაურს, რომელიც თვლის, რომ უკეთესი იქნება მის ნაცვლად პრემიერ მინისტრმა გააკეთოს განცხადება იმის შესახებ, როგორ წარმოუდგენია, კოალიციურ რეჟიმში მუშაობა თუ მთავრობა კონკურენტი პარტიის წევრებით იქნება დაკომპლექტებული
,,დიდი ალბათობით ისინი გადალახავენ ბარიერს, რადგან მათ საკმაოდ კარგად გამოიყენეს ყველა ის სახელისუფლო რესურსი, რომელსაც ისინი ფლობენ.
,,ისინი ფლობენ საკმაოდ შთამბეჭდავ თანამდებობებს. წარმოდეგნილი არიან, ერთი მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, გამგეობებში, მერიებში, საკმაოდ სერიოზულ სამინისტროებში. ძალიან მრავლად არიან იქ უმრავლესობაში. ასევე მეორე პოზიციას ფლობენ ყველა სამინისტროში. მომხრეები ჰყავთ დასაქმებული და აქედან გამომდინარე არ გაუჭირდებათ ბარიერების გადალახვა მომავალ არჩევნებში.
პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას, დამოუკიდებლად მიიღონ მომავალ არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა, ამ პარლამენტში, როგორ წარმოუდგენიათ კოალიციური რეჟიმი, მე ამის თქმა მიჭირს. ერთი მხრივ, ამის გაკეთება პარლამენტში უფრო ადვილადაა შესაძლებელი. კონკრეტული თემის ირგვლივ შეიძლება მოხდეს შეთანხმება. რაც შეეხება მთავრობაში, მე მიჭირს ამის წარმოდგენა. უკეთესი იქნება ამაზე პრემიერ მინისტრმა გააკეთოს განცხადება, როგორ წარმოუდგენია, კოალიციურ რეჟიმში მუშაობა თუ მთავრობა კონკურენტი პარტიის წევრებით იქნება დაკომპლექტებული", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.