ქობულეთში, აბაშიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ თვეში დასრულდება.
"ინფრასტრუქტურული ღონისძიება ქუჩის ტროტუარების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ამ ეტაპისთვის ტროტუარების დეკორატიული ფილებით მოპირკეთება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყო ბორდიურები, გაკეთდა შეჭრები ავტობუსის გაჩერებისა და სანაგვე ყუთების განსათავსებლად," ნათქვამია ქობულეთის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.
ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 195 398 ლარია გათვალისწინებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.