2 დღეში გაიმართება კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც ალბათ, სერიოზული კამათი იქნება თემაზე, როგორ გაგრძელდეს ჩვენი მუშაობა - გოგი თოფაძე
31-03-2016, 06:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მომხრე ვართ, ყველამ ცალკე ვიყაროთ კენჭი და მერე გავაკეთოთ კოალიცია, განაცხადა "მრეწველების" ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ, რომლის ინფორმაციითაც 2 აპრილს გაიმართება კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელებენ.

 

 

"კოალიცია საკმაოდ რთული შესაკრებია, როდესაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ზოგიერთ პარტიებს სხვადასხვა ხედვა აქვთ. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ "რესპუბლიკელებს" და "მრეწველებს". არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ გვაქვს ძალიან პროქართული ორიენტაცია და ამას ისინი ვერ იზიარებენ", - განაცხადა თოფაძემ და მაგალითად დაასახელა ერთნაირ სქესიანთა ქორწინება, რაც მისი თქმით, მიუღებელია ქართველებისთვის.

 

 

მისივე თქმით, კიდევ იყო ბევრი სხვა საკითხი, რომელიც რეალური ურთიერთობის საშუალებას არ იძლეოდა.

 


"ჩვენ ვაყენებდით საკითხს, რომ კოალიცია შეიქმნას არჩევნების შემდეგ – ვინც გადალახავს ბარიერს, მერე შეიქმნას კოალიცია, როგორც ყველა ქვეყანაში ხდება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორი ნაბიჯი იქნება, თუ ასე მოხდება. ვნახოთ. პრემიერ-მინისტრის განცხადება წავიკითხეთ, ზეგ გაიმართება პოლიტსაბჭო და ალბათ, სერიოზული კამათი იქნება თემაზე, როგორ გაგრძელდეს ჩვენი მუშაობა. ჩვენ ვართ მომხრე, ყველამ ცალკე ვიყაროთ კენჭი და მერე გავაკეთოთ კოალიცია", - განაცხადა თოფაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი